საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების საყურადღებოდ!

ცხადდება სტატიების მიღება სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალის „ სტუდენტური წელიწდეული - ჰუმანიტარული კვლევები“ მეხუთე ნომრისათვის.
ჟურნალის   მიზანია,  ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მეცნიერებებით სტუდენტების დაინტერესებასა და მათი მიღწევების პოპულარიზებას. ჟურნალი  გამოდის  წელიწადში  ერთხელ.  მასში   წარმოდგენილია  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ყველა დარგი.
სტატიის მიღების წინაპირობაა:
•    ავტორი უნდა იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი);
•    პროფესორის,  სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი  დასკვნა, რომ სტატია აკმაყოფილებს ჟურნალის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და წარმოდგენილი სახით  შეიძლება დაიბეჭდოს.
განაცხადის  მიღების  ბოლო  ვადაა   2020 წლის 31 მაისი.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებგვერდზე:

გთხოვთ მასალები გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე
: asj@tsu.ge

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
თსუ პირველი კორპუსი, 204-ე ოთახი.


ჟურნალის    სარედაქციო საბჭო  გისურვებთ  შემოქმედებით  წარმატებებსა და  მადლობას  მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის!
თარიღი: 12/03/2020